photo

„ქართული ოცნების" ერთადერთი მოკავშირე სახლში დარჩენილი ამომრჩეველია | მარიამ მიქიაშვილი

ხალხის მიერ ერთხელ უკვე მტკიცედ უარყოფილი „უცხოელი აგენტების“ კანონი, ანუ რუსული კანონი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დღის წესრიგში 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა. ერთი დღით ადრე, 2 აპრილს, „აგენტების კანონს“ ხელი მოაწერა ყირგიზეთის პრეზიდენტმა, რითიც კანონი ძალაში შეიყვანა. 28 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ბოსნია და ჰერცეგოვინის პრორუსულ, ეთნიკურად სერბულ ფედერალურ ერთეულში იმავე „აგენტების კანონის“ მიღება დროებით შეჩერდა. მსგავსი კანონი მიიღო „ოცნების“ მეგობარმა და ევროპაში პუტინის კაცად ცნობილმა ვიქტორ ორბანმაც.

შეუძლებელია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მთავრობა პრორუსულია ან სადაც რუსეთს დიდი გავლენა აქვს, „აგენტების კანონი“ უბრალო დამთხვევით ერთდროულად გაჩენილიყო. ცხადია, რომ ეს პრორუსული მთავრობები ერთდროულად ასრულებენ საერთო საქმეს, საერთო დავალებას. ბოსნიის სერბულ ნაწილში აშშ-ს მიერ სანქცირებულმა პრეზიდენტმა დოდიკმაც სწორედ საქართველოში ვეტოს დაძლევის საღამოს იმიტომ გააკეთა განცხადება კანონის მიღების დროებით შეჩერების შესახებ, რომ იგი ელოდება, თუ რა პოლიტიკურ ფასს გადაიხდის „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯის გამო.

ქართველი ხალხის უპრეცედენტო წინააღმდეგობისა და დასავლეთის თანადგომის შედეგად, საქართველოში მიმდინარე მოვლენების თამასა ძალიან აიწია. ის, რაც მოხდება საქართველოში, არ ეხება მხოლოდ ჩვენს ქვეყანას. თუკი ამ მძლავრი წინააღმდეგობისა და ეროვნული გამოღვიძების მიუხედავადაც კი „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას შეირგებს, მაშინ ევროპის არაერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი გაფართოების ქვეყნებში, როგორიც ბალკანეთის ქვეყნებია, ავტოკრატი და ოპორტუნისტი პოლიტიკოსები ჩათვლიან, რომ მათაც ყველაფერი გაუვათ და დაიწყებენ არადემოკრატიული, ადამიანის უფლებების შემლახავი კანონების მიღებას. დღეს საქართველო მთელ ევროპასა და ევრაზიაში სამოქალაქო უფლებებისა და ადამიანის თავისუფლების დაცვის მთავარი მედროშეა.

ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლისა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების საერთაშორისო მნიშვნელობის გამო, აშშ-მ და ევროკავშირმა კონკრეტულ ზომებს მიმართეს. აშშ-მ ისტორიაში პირველად დაუწესა სავიზო შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, განიხილავს „მეგობარი აქტისა“ და „ქართველი ხალხის აქტის“ მიღებას საქართველოში იმ პირთა დასასჯელად, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას და ვინც რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება; დაიწყო საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის ყველა ფორმატის გადახედვა და შეწყდა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები, რაც ერთადერთი საერთაშორისო და ნატო-ს სტანდარტების წვრთნები იყო, რომელიც ქართულ ჯარს პოტენციური ფართომასშტაბიანი კონვენციური ომის შემთხვევისთვის ამზადებდა. ვითარების კიდევ უფრო დამძიმების შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღების პარალელურად, აშშ თავისუფალ ვაჭრობასა და სავიზო რეჟიმის გამარტივებასაც გვპირდება, თუკი რუსულ კანონს უკან გავიწვევთ, დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმებს შევწყვეტთ და დემოკრატიის გზას დავუბრუნდებით.

ევროკავშირის არაერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაყინული და შეჩერებულია იქამდე, სანამ მთავრობა „აგენტების“ კანონს უკან არ გაიწვევს და ზოგადად დემოკრატიის გზას არ დაუბრუნდება. როგორც ლიეტუვის სეიმის ვიცე-¬სპიკერმა ჟიგიმანტას პავილიონისმა აღნიშნა, ევროკავშირში არავის სურს მეორე ორბანი ან მესამე პუტინი - ანუ „ქართული ოცნება“. საფრანგეთმა შეწყვიტა საქართველოსთვის საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფა, რაც 2012 წლიდან დღემდე თითქმის 1 მილიარდ ევროს შეადგენდა.

საქართველოში ვითარების კიდევ უფრო დამძიმების შემთხვევაში, ევროკავშირი ასევე განიხილავს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ამტკიცებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეუძლებელია, რადგან ამას ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდება; თუმცა, რეალურად, ეს საკითხი ხმათა უმრავლესობით წყდება და უნგრეთის პოზიცია ამაში გადამწყვეტი ვერ იქნება. რამდენიმე წლის წინ უვიზო რეჟიმი გარკვეული პერიოდით შეუჩერეს ალბანეთს. შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ერთ¬-ერთი მთავარი კრიტერიუმი ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცულობაა, რაც, ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრით, რუსული კანონის პირობებში ფუნდამენტურად ირღვევა.

შესაბამისად, ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვერ გააგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რის შედეგადაც ჩვენ დასავლურ სამყაროს სრულად მოვწყდებით. საქართველოს იზოლაცია დასავლეთისგან ემსახურება რუსეთის გეგმას, საქართველო რუსეთის პირისპირ მარტოდმარტო, ერთგული მეგობრებისა და მათი დახმარების გარეშე დარჩეს. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დასავლური დაფინანსებების შეჩერებით ქართული სახელმწიფო არ დაიქცევა და არც ქართულ ჯარს დააკლდება რამე, აპელირებს რა ხალხის პატრიოტიზმის განცდაზე, თითქოს ქართულ ჯარზე მთავარი მზრუნველი ის მთავრობა იყოს, რომელიც მსოფლიოში ერთადერთია პუტინის რუსეთის გარდა, 2008 წლის ომის დაწყებას სააკაშვილს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს რომ აბრალებს. ასეთი განცხადება "ქართულმა ოცნებამ" 13 აგვისტოს გააკეთა.

ამ განცხადებას იმის შესახებ, რომ ომი სააკაშვილმა, ანუ საქართველომ უცხოური ძალების მითითებით შეგნებულად დაიწყო, გაერო-¬ში რუსეთის ელჩი გამოეხმაურა. დმიტრი პოლიანსკის განცხადებით, საქართველოს მთავრობაც კი აღიარებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, თანაც დასავლეთის მითითებითო. „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის ხელისუფლების ასეთი ჰარმონიული თანხვედრა სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო ინტერესებისა და სამშობლოს ღალატი.

„ქართული ოცნება“ იმაში შეიძლება მართალია, რომ დასავლეთის გარეშე ულუკმაპუროდ არ მოვკვდებით, მაგრამ როგორი ქვეყანა იქნება საქართველო, თუკი იგი თავიდან ბოლომდე რუსულ, ჩინურ და ახლოაღმოსავლურ სამყაროზე იქნება დამოკიდებული? რა მოხდება ქვეყანაში კორუფციის, ნეპოტიზმის, კრიმინალისა და ზოგადად განუკითხაობის კუთხით? ჩვენ ხომ არ ვუშვებთ ახალგაზრდებს სასწავლებლად რუსეთსა და ირანში, ანუ იქ, სადაც ქართულ ოცნებას პოლიტიკური და ფინანსური ზურგი ეგულება დასავლეთის გარეშე დარჩენილი საქართველო იქნება რუსეთის (არარსებულ)კეთილ ნებასთან მარტო დარჩენილი უწესრიგო სოფელი, რომელსაც ახალგაზრდები და დოვლათის შემქმნელი ნიჭიერი ადამიანები მასობრივად დატოვებენ.

„ქართული ოცნება“ იმაში შეიძლება მართალია, რომ დასავლეთის გარეშე ულუკმაპუროდ არ მოვკვდებით, მაგრამ როგორი ქვეყანა იქნება საქართველო, თუკი იგი თავიდან ბოლომდე რუსულ, ჩინურ და ახლოაღმოსავლურ სამყაროზე იქნება დამოკიდებული? რა მოხდება ქვეყანაში კორუფციის, ნეპოტიზმის, კრიმინალისა და ზოგადად განუკითხაობის კუთხით? ჩვენ ხომ არ ვუშვებთ ახალგაზრდებს სასწავლებლად რუსეთსა და ირანში, ანუ იქ, სადაც ქართულ ოცნებას პოლიტიკური და ფინანსური ზურგი ეგულება დასავლეთის გარეშე დარჩენილი საქართველო იქნება რუსეთის (არარსებულ)კეთილ ნებასთან მარტო დარჩენილი უწესრიგო სოფელი, რომელსაც ახალგაზრდები და დოვლათის შემქმნელი ნიჭიერი ადამიანები მასობრივად დატოვებენ.

დავიწყოთ იმით, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, თითქოს დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მიმართ დაწესებული სავიზო შეზღუდვები თუ სანქციები მოიხსნება, არ არის რეალისტური. აშშ-ს სახელმწიფო სისტემის მოქმედება ინსტიტუტებზეა დამოკიდებული და ერთი კაცის ნებას ნაკლებად ასახავს. ამიტომ აშშ-ს მიერ დაწესებული ინდივიდუალური სანქციების მოხსნა ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში არ ხდება. გარდა ამისა, „მეგობარი აქტის“ ავტორები, მაგალითად კონგრესმენი ჯო უილსონი, ტრამპის მომხრე რესპუბლიკელია. ახლახან საქართველოში ვიზიტით მყოფნა სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებას აშშ¬-¬ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ვიცე--პრეზიდენტი კამალა ჰარისია, დონალდ ტრამპის დამარცხება ბევრად უფრო რეალისტური და მოსალოდნელიც გახდა. არ შეიძლება, ხელისუფლებამ ერთი კანდიდატის მიმართ სიმპათია ასე ცხადად გამოხატოს, როცა აშშ¬-¬სთან პარტნიორობა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ეს არის „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო და სიცრუეზე დაფუძნებული ნაბიჯი. მეორე ფაქტორი, რაც „ოცნებას“ ეიმედებოდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გაყინული მდგომარეობა და დასავლეთში ომის შედეგად გამოწვეული დაღლილობის შეგრძნება იყო. „ოცნების“ გათვლით, დასავლეთი და რუსეთი დაზავდებოდნენ და ბიძინა ივანიშვილის საქართველოს რუსეთთან დაახლოებულ კორუმპირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ ქცევას დასავლეთი აღარ გააპროტესტებდა, რადგან ამას მოცემულობად მიიღებდა.

„ქართული ოცნების“ ამ იმედსა და ლოგიკას წყალი შეუყენა უკრაინის შეჭრამ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში. რუსეთის ტერიტორიაზე ასეთი მასშტაბური შეჭრის შედეგად მთელმა მსოფლიომ იხილა, რომ რუსეთის ბირთვული მუქარა მხოლოდ და მხოლოდ მუქარაა და მეტი არაფერი.წყალი შეუდგა იმ აზრსაც, რომ უკრაინას ამ ომის მოსაგებად რესურსი არ ჰყოფნის. „ეხო კავკაზას“ ცნობით, კურსკის ოლქის დასაცავად რუსეთი მოხალისეებს ეძებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ის რუსეთი, რომლითაც ქართული ოცნება გვაშინებს, მოხალისეებს ეძებს ცხინვალში, რათა რუსეთის ტერიტორიიდან განდევნონ სულ უფრო თავდაჯერებული უკრაინელები.

ის დონალდ ტრამპი, რომელზეც ქართულმა ოცნებამ უდიდესი იმედი დაამყარა, დღევანდელი მონაცემებით მარცხდება, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაშიც სულაც არ არის გარანტირებული მისი რბილი დამოკიდებულება „ოცნების“ მიმართ, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ტრამპის რადიკალურად ცუდ დამოკიდებულებას ჩინეთისა და ჩინეთის მეგობრებისადმი. დღეს „ქართული ოცნების“ ერთადერთი მოკავშირე სახლში დარჩენილი ამომრჩეველია, რადგან დიდი აქტივობის შემთხვევაში, მას არ აქვს საკმარისი ძალადობრივი რესურსი იმისთვის, რომ ხელისუფლება ხალხის ნების წინააღმდეგ შეინარჩუნოს.

ზურაბ დათუნაშვილი: აუცილებლად გავიმარჯვებთ!

პენსიების ქურდი მთავრობა | ანა გოგოლაძე

პენსიების ქურდი მთავრობა | ანა გოგოლაძე